|
2023-05-04 09:29:44, 655 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კრამონზე - არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს ის ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისივე განმარტებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს ანტიდასავლურ განწყობას. „დღეს მე რომ ვარ ხელისუფლებაში, ეს ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურებაა. შესაბამისად, მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი ქვეყნის, ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამის გატარებას და ამაში აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. კალაძე არის რუსეთუმეო და ამას ამბობს ვინ? - ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში. ეს კამპანია არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს კალაძე, „ქართული ოცნება“ აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს. პირიქით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებს. მათ, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკება, ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ კავშირი არ გააჩნიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა შეურაცხმყოფელი უწოდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს. „არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)