|
2023-05-03 19:30:36, 1636 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონის და ხერსონის რეგიონის მასიური დაბომბვისას 16 ადამიანი დაიღუპა 22 დაიჭრა
ხერსონის და ხერსონის რეგიონის დასახლებების მასიური დაბომბვისას, 16:30 საათის მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 22-მა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონობლენერგოს საჰაერო და საკაბელო ელექტრო ქსელების სამსახურის ბრიგადას ცეცხლი გაუხსნეს სოფელ სტეპანოვკასთან. ენერგეტიკულმა ინჟინერებმა შეაკეთეს ელექტრო ქსელები რუსული არმიის რეგულარული თავდასხმების შემდეგ, რათა ხალხს მიეწოდებინათ სინათლე. სამწუხაროდ, ენერგოკომპანიის სამი თანამშრომელი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ეს არის ოსტატი ვლადისლავ პიდგაინი, ელექტრიკოსები ანდრეი ფედოტკინი და არტემ ვერეტელნიკი. 3 მაისს რუსებმა ხერსონსა და რეგიონში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)