03:22 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 19:34:16, 963 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი - NATO უფრო ძლიერია, როდესაც ერთი ხმით საუბრობს

NATO უფრო ძლიერია, როდესაც ერთი ხმით საუბრობს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისივე თქმით, NATO-მ 2008 წელს, ბუქარესტში მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით, სხვა ძირითადი ელემენტი კი ღია კარის პოლიტიკაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსში NATO-ს წევრმა ყველა ქვეყანამ ამასთან დაკავშირებით ერთხმად ისაუბროს.

“ძირითადი ელემენტი აქ ისაა, რომ NATO-მ 2008 წელს, ბუქარესტში მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით. სხვა ძირითადი ელემენტი კი ღია კარის პოლიტიკაა, რომელიც მკაფიოდ გაცხადებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსში NATO-ს წევრმა ყველა ქვეყანამ ამასთან დაკავშირებით ერთი ხმით ისაუბროს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პოზიცია. მაგალითად, ჩვენი და შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით. NATO უფრო ძლიერია, როდესაც ერთი ხმით საუბრობს და სწორედ ეს უნდა განვიხილოთ ვილნიუსის სამიტამდე”, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics