|
2023-05-03 17:15:12, 1397 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს
უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის მიტანის საკითხს გამოეხმაურა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლის თავდასხმებზე და აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა არსებულ საშუალებას მიმართავს ტერიტორიების გასათავისუფლებად და არა სხვა სახელმწიფოებზე იერიშის მისატანად. "ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, მაგრამ, როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის", - განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)