|
2023-05-02 22:16:04, 1601 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - რუსეთმა უკრაინაში მარცხი უკვე განიცადა
რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა იმ გაგებით, რომ რის მიღწევას თავდაპირველად ცდილობდნენ იყო უკრაინის რუკიდან გაქრობა, მათ ამას ვერ მიაღწიეს და არც გამოუვათ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის კონტრშეტევის წარმატება იქნება საუკეთესო გზა მოლაპარაკებამდე მისასვლელად, რომელიც სამართლიან და მყარ მშვიდობას გამოიწვევს. „რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა იმ გაგებით, რომ რის მიღწევას თავდაპირველად ცდილობდნენ იყო უკრაინის რუკიდან გაქრობა, უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის აღმოფხვრა. მათ ამას ვერ მიაღწიეს და არც გამოუვათ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები განიხილავენ კონტრშეტევას მომდევნო კვირებში. ვნახოთ რა მოხდება. საბოლოო ჯამში, მისი წარმატება ბრძოლის ველზე საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზაა მოლაპარაკებამდე მისასვლელად, რომელიც სამართლიან და მყარ მშვიდობას გამოიწვევს“, - განაცხადა ბლინკენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)