|
2023-05-01 13:17:07, 740 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ მის ტერიტორიასა და კომპანიებს სანქციების გვერდის ასავლელად არ გამოიყენებენ
ჩვენ საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ მის ტერიტორიასა და ქართულ კომპანიებს არ გამოიყენებენ, რათა რუსეთმა თავი აარიდოს ევროკავშირის სანქციებს,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. „ევროკავშირის სახელით რუსეთს დავუწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციები. ჩვენი მიზანია, რომ შევცვალოთ რუსეთის ქცევა და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი არის სანქციები. სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ხდება და ასევე, ჩვენ ამას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამ პროცესის აღსრულებაში სხვადასხვაგვარად არის ჩართული, როგორც საქართველო, რომელიც ნაწილობრივ შეუერთდა სანქციებს და არა ყველას. ჩვენ საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიასა და ქართულ კომპანიებს არ გამოიყენებენ, რომ თავი აარიდონ ჩვენს სანქციებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში",- ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)