|
2023-04-28 21:47:25, 1561 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩემი და სი ძინპინის საუბარი უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებში პეკინის ჩართვას ეხებოდა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის საუბარი უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებში პეკინის ჩართვას ეხებოდა. ზელენსკის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმაში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაერთოს, რომლებიც შემდგომ რუსეთზე გავლენას მოახდენენ, რათა აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. „ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი საუბარი. რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, ამაზე არ გვისაუბრია. რაც შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც ვისაუბრეთ, პირველ რიგში, ისინი ეხებოდა უსაფრთხოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ფორმატში, ჩვენს მშვიდობის ფორმულაში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩავრთოთ, რომლებიც შემდეგ შეძლებდნენ რუსეთზე ზეწოლას, რათა აღდგეს მშვიდობა, აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი 26 აპრილს შედგა, ეს უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საუბარი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)