|
2023-04-27 18:04:18, 1064 ნახვა
ეკონომიკა
Hyundai ტოვებს რუსეთს და ყიდის თავის ქარხნებს
სამხრეთ კორეის ავტომწარმოებელი Hyundai Motor Co გეგმავს რუსეთის ბაზრიდან გასვლას და მისი საწარმოო ქარხნების გაყიდვას. ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტო Reuters იტყობინება. ყაზახური კომპანიის ქარხნების გაყიდვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, Hyundai ელოდება საბოლოო პასუხს რუსეთის ფედერაციის მთავრობისგან. როგორც ჟურნალისტები იხსენებენ, სრულმასშტაბიან ომამდე ჰიუნდაი რუსეთში ყველაზე პოპულარული ავტომობილების ბრენდების სამეულში იყო. გასულ წელს Hyundai Motor-მა შეაჩერა მუშაობა რუსეთის წარმომადგენლობაში. მარტში ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ განიხილავს "სხვადასხვა ვარიანტებს" მისი ოპერაციებისთვის რუსეთში. Reuters-ის კომენტარში Hyundai Motor-მა განაცხადა, რომ განიხილავს სხვადასხვა სცენარს რუსეთში მისი ბიზნესის მომავლისთვის და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. Hyundai Motor, თავის შვილობილი Kia Corp-თან ერთად, არის გაყიდვების მოცულობით გლობალური ავტომწარმოებლების ათეულში და აწარმოებს დაახლოებით 200,000 მანქანას რუსეთში წელიწადში, რაც გლობალური წარმოების სიმძლავრის დაახლოებით 4%-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)