|
2023-04-27 16:13:51, 2611 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია
ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას , მათ შორის ჯავშანტექნიკა, ტანკები და საბრძოლო მასალა,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენებერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, პარტნიორებმა უკრაინას დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკვე მიაწოდეს. „საერთო ჯამში, აშშ-ის ხელმძღვანელობით, საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს უკრაინას. დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია. ეს მოიცავს 1 550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს, აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, ალიანსი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინას ტერიტორიების დეოკუპაციაში დაეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)