|
2023-04-27 14:44:01, 2567 ნახვა
ომი უკრაინაში
კალასი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ
ნატო შეიძლება გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა კიევში ვიზიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კალასმა აღნიშნა, ზელენსკის ყველაზე მეტად საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდების, ასევე ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები აწუხებს. "მათ (უკრაინელებმა) შეიტანეს განაცხადი და ნატო-მ უნდა უპასუხოს ამ განცხადებას. თუ საუბარია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, მაშინ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს, არის ნატო-ში გაწევრიანება", - თქვა კალასმა. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს უკრაინის წევრობის მკაფიო პერსპექტივის მიწოდების აუცილებლობაში არწმუნებს, თუმცა ეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეიძლება მოხდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)