|
2023-04-26 19:53:21, 863 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე კვარაცხელია - აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები ძალიან რთული პაციენტები არიან, ისინი მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას
აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები ძალიან რთული პაციენტები არიან, მათ აქვთ სხვადასხვა სისტემის პრობლემები და ისინი მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას, - აღნიშნულის შესახებ ენდოკრინოლოგმა ეკატერინე კვარაცხელიამ განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ენდოკრინოლოგს განმარტებით, ასეთი პაციენტების ინდივიდუალური მოთხოვნილებები სწორად უნდა იყოს მართული. „დღეს გაიმართა გაერთიანებული შეხვედრა იშვიათი დაავადებების მართვის საბჭოში. ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, მათ შორის აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების საჭიროებებზე. ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ და დავსახეთ გეგმები. ჩავაბარეთ ანგარიში, რას აკეთებს ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სპეცილიასტისგან შედგება. პირველ რიგში, უნდა შედგეს სწორი რეგისტრი, მოხდეს პაციენტების აღრიცხვა, მათი სამედიცინო კუთხით შეფასება და დამუშავდეს ეს მონაცემები. ჩვენი მხრიდან სამინისტროს გავაცანით ჩვენი სამუშაო ფორმატი, რომ ყოველკვირეულად ვხვდებით და ვართ პროტოკოლის შემუშავების პროცესში. შესაძლოა, სამომავლოდ ჩავრთოთ უცხოელი ექსპერტებიც. აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები ძალიან რთული პაციენტები არიან, მათ აქვთ სხვადასხვა სისტემის პრობლემები და ისინი მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას. მათი მართვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულ მიდგომას გულისხმობს და სწორედ ამ საკითხებზე იყო დღეს მსჯელობა, რომ მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებები უნდა იყოს სწორად მართული. მართვა ეხება ყველაფერს, ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ, როდესაც დაავადებისგან არ ხდება განკურნება“, – განაცხადა ეკატერინე კვარაცხელიამ. ეკატერინე კვარაცხელიას განცხადებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო კონკრეტულ მედიკამენტს აქვს თავისი გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები. „ეს პრეპარატი დაჩქარებული წესითაა მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოს და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ. დასრულებულია კლინიკური კვლევების ფაზები, მაგრამ ჯერ კიდევ ინტენსიურად მიმდინარეობს გამოკვლევა. ეს პრეპარატი იმ ქვეყნებში არის გამოყენებული, სადაც მიმდინარეობდა კლინიკური კვლევა და ამ ქვეყნებშიც ინტენსიურად ხდება პაციენტებზე დაკვირვება, როგორც ეფექტურობის შეფასება, ისე გვერდითი მოვლენების გაანალიზება“, - განაცხადა ეკატერინე კვარაცხელიამ.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)