|
2023-04-26 12:30:27, 1421 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრიუშენკო - მარიუპოლში ახალი მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს
Google-map-ის განახლებული ფოტოების შედეგად მარიუპოლში ახალი მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს. ანდრიუშენკოს თქმით, ფოტოები თანამგზავრიდან 2022 წლის მარტის შემდეგ სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული და სექტორები ვიზუალურად უფრო დიდია, ვიდრე ვინოგრადნოიეს და მანგუშის მასობრივი საფლავები. ამასთან, ნოვოტროიცკოეს სასაფლაო დაკეტილი იყო გასული წლის ივლისის შუა რიცხვებამდე და ოკუპანტების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. „ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა სასაფლაოს რუკა და ვიპოვეთ მასობრივი საფლავების ახალი სექტორები ნოვოტროიცკის სასაფლაოზე“,- განაცხადა ანდრიუშენკომ. მისივე თქმით, ვინ არის დაკრძალული და რა პერიოდში საერთო სასაფლაოზე, უცნობია. „ვეცდებით, გავარკვიოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია“,- დასძინა ანდრიუშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)