|
2023-04-25 22:47:29, 1564 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - უკრაინას სჭირდება NATO, ხოლო NATO-ს სჭირდება უკრაინა
კულება - უკრაინას სჭირდება NATO, ხოლო NATO-ს სჭირდება უკრაინა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოთქმული ყოველი ახალი არგუმენტები წინაზე სუსტია, აქედან გამომდინარე უკრაინა უნდა გახდეს ალიანსის წევრი და ზედმეტად ფრთხილმა სტრატეგიამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. "უკრაინელები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს ალიანსში გაწევრიანებას და განხეთქილება ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ არსებობს. უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი და ზედმეტად ფრთხილმა სტრატეგიამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოთქმულ არგუმენტებს, კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველი ახალი არგუმენტი წინაზე სუსტია. ცუდი ამბავი ის არის, რომ მუდმივად მათი უარყოფა კარგავს ძვირფას დროს ხალხის უსაფრთხოების ხარჯზე. უკრაინას სჭირდება NATO, ხოლო NATO-ს სჭირდება უკრაინა" - განაცხადა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)