|
2023-04-25 13:39:13, 1134 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - „Starring Georgia" იქნება დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით
ქვეყანა ტურისტულად - როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობ, სხვა ეტაპზე გადადის. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები იზრდება და გეგმაშია, რომ „ბლექ სი არენა"-ს პოტენციალი სრულად ავითვისოთ - მაქსიმალურად წარმატებული, პოპულარული შემსრულებლები მოვიწვიოთ, მათ შორის ვარსკვლავები, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში მასშტაბური კამპანიის - „Starring Georgia"-ს ფარგლებში დაგეგმილი უცხოელი შემსრულებლების ჩამოსვლაზე საუბრისას. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ასეთი ინიციატივის წარმატებული მაგალითები წარსულშიც გვქონდა - ის Check in Georgia-ს ფარგლებში განხორციელებულ პროექტს ასახელებს. მინისტრის აზრით, წელს დაგეგმილი ცნობილის არტისტების კონცერტები მოიზიდავს არა მხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ ვიზიტორებს მთელი რეგიონიდან და მეტიც, უფრო შორეული ქვეყნებიდანაც. „ჩვენ ამაზე გვქონდა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, როგორც ტურიზმზე, ეკონომიკაზე გავლენის კუთხით და ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს კონსერვატიული შეფასებებით, დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგან ამ ვარსკვლავების სანახავად საქართველოში ბევრი ახალი ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს და ზოგადად, ეს იქნება ძალიან პოზიტიური დინამიკა საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სასურველია, რეგულარულად მიმდინარეობდეს ასეთი კამპანიები, რომელთა ფარგლებშიც საქართველოში მაღალი ხარისხის შემსრულებლები რეგულარულად ჩამოვლენ. „Starring Georgia"-ს იდეა ის არის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო პოპულარული შემსრულებლები გვეყოლება", - აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)