06:07 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 12:23:01, 1906 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - აპრილში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა. დაზვერვის ინფორმაციით, დანაკარგის შემცირება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდაცვაზე გადასვლამ გამოიწვია.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მიმდინარე წლის აპრილში, რუსების ყოველდღიური დანაკარგები, დაახლოებით, 30%-ით შემცირდა - განსაკუთრებულად მძიმე მსხვერპლი კი, იანვარ-მარტში დაფიქსირდა.

ბრიტანული დაზვერვა დასკვნას უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს და წერს, რომ მარტში რუსების საშუალო დღიური დანაკარგი 776 სამხედრო პერსონალს წარმოადგენდა, აპრილში კი ეს რიცხვი 568-მდე შემცირდა. 

„დაზვერვა ვერ ამოწმებს უკრაინის მიერ გამოყენებულ კონკრეტულ მეთოდოლოგიას, მაგრამ ზოგადი ტენდენცია, სავარაუდოდ, ზუსტია", - ნათქვამია მიმოხილვაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics