|
2023-04-24 19:52:07, 1166 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა საჭიროა ქვეყანამ გააძლიეროს რეფორმები, ყოველდღიური აქტივობა და საქმიანობები, რომლის საჭიროებაც ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან მომდინარეობს. მინდა, აღვნიშნო, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ძალიან პოზიტიურად გამოხატავდნენ ჩვენთან მიმართებით დამოკიდებულებას. თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ისინი მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. ყველამ ცალსახად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, რათა გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმები, გავაძლიეროთ ყოველდღიური აქტივობა და საქმიანობები, რომლის საჭიროებაც მომდინარეობს ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან. ამ მიმართულებით მე დავარწმუნე და ცალსახად, ხაზგასმით გავუზიარე ჩემს კოლეგებს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის კუთხით მყარად დგას რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაზე და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემატიკაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის ხვალინდელი დღე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)