|
2023-04-24 16:21:33, 1521 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მტკიცებით, უკრაინაში მათ სარაკეტო დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა
უკრაინაში მათ სარაკეტო დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. კონაშენკოვის განცხადებით, 21 აპრილს ისკანდერის სარაკეტო სისტემით მათ იერიში მიიტანეს "უცხოელი დაქირავებულების" დროებითი დისლოკაციის ადგილას შეიარაღების საცვზე. "21 აპრილს ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა თავს დაესხა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტანტინოვკაში, ბიბლიოთეკის შენობაში განლაგებულ იარაღის საცავს და უცხოელ დაქირავებულთა სადგურს. დაიღუპა ქართული ლეგიონის 60 მებრძოლი, 20 კი მძიმედ დაიჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ინფორმაცია ყველა უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცის შესახებ, რომელიც მონაწილეობს რუსი სამხედროების მკვლელობაში. ყველა მათგანს დამსახურებული ანგარიშსწორებით გავუსწორდებით",- განაცხადა კონაშენკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)