|
2023-04-22 17:08:40, 1607 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უმთავრეს პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები რჩება
უმთავრეს პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები რჩება,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა "რამშტაინის" შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრით კმაყოფილია. "ნამდვილად კმაყოფილი ვარ ამ [რამშტაინის] შეხვედრით, რადგან კიდევ ერთხელ გვქონდა შანსი, ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეწოდებინა ჩვენი მთავარი პრიორიტეტებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საჰაერო თავდაცვის სისტემები. რა თქმა უნდა, გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნები საბრძოლო თვითმფრინავების შესახებ. განვიხილეთ ჩვენი მზადყოფნა კონტრშეტევისთვისაც",- განაცხადა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. შეხვედრა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის გამართვამდე შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)