|
2023-04-22 11:12:51, 1531 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის რადა Wagner-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს
"უკრაინის უმაღლესი" რადა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. უკრაინის პარლამენტის განმარტებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაჯგუფებამ ქვეყანაში არაერთი დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ის ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს. კანონპროექტი იმ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებასაც გულისხმობს, რომლებიც დაჯგუფებას აფინანსებენ. უკრაინის "უმაღლესი რადა" მოუწოდებს სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ. ცნობისთის, 11 აპრილს კანადამ რუსეთის 14 მოქალაქეს და 34 კომპანიას სანქციები დაუწესა, რომლებიც დაკავშირებულია Wagner-თან და საავიაციო სექტორთან. გარდა ამისა, 13 აპრილს ევროკავშირმა სანქციები დააწესა Wagner PMC-ების წინააღმდეგ ხოლო, 20 აპრილს, შვეიცარიამ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ს და რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА ФАН-ს სანქციები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)