13:24 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 22:42:06, 948 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი გვარამიას გათავისიფლების მოძრაობაზე - ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია

ნიკა გვარამიას გათავისიფლების მოძრაობასთან კომუნიკაცია ცხადია მქონდა და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია საჯაროა, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი  მხარდაჭერის იმედი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლება მნიშვნელოვანია და საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირ კავშირშია.

„კომუნიკაცია ცხადია მქონდა და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია საჯაროა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ინფრასტრუქტურა, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, ვისთვისაც ნიკა გვარამიას თავისუფლება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც მძევლად არის აყვანილი იმის გამო, რომ საბოტაჟირებას ეწევა „რუსული ოცნება“ ევროკავშირის სტატუსისა. ამიტომ, ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი არა თუ პრობლემა არ ექნება. პირიქით, იქნება მთავარი მოქმედი ამ მოძრაობასთან ურთიერთობის და ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დახმარება გავუწიოთ იმ მოძრაობას, რომელმაც საბოლოო ჯამში ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ნიკა გვარამიას თავისუფლება.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics