18:06 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:43:45, 720 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები

2022 წელს, საქართველოს მთავრობამ მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი ,,2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა’’, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ევროკავშირის გარემოს დაცვის პოლიტიკასთან მაქსიმალურ დაახლოებას,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის უმთავრეს ფუნდამენტს გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ხელისუფლების მხრიდან, უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

„2022 წლიდან ამოქმედდა ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც შემოიტანა ახალი ვალდებულებები სამრეწველო სექტორისთვის. საწარმო, რომელიც საქმიანობის პროცესში გარემოს დააბინძურებს, ვალდებულია, გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად გასწიოს სათანადო ღონისძიებები და გაიღოს ამისთვის საჭირო თანხები. ჩვენ, ამ ახალი ვალდებულებების შესასრულებლად, უკვე გავატარეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ზედამხედველობის დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც მუშაობენ კანონის აღსრულების მიმართულებით“,- განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics