|
2023-04-20 13:20:50, 1294 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - აგრარულ დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1.6 მილიარდი ლარია
„სახელმწიფოს მიერ ინიცირებული, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული მხარდამჭერი ღონისძიებები, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება ახალი ინიციატივებით და, რა თქმა უნდა, იქმნება ახალი პროგრამები. სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1.6 მილიარდი ლარია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის, აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. "DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, 2015-2022 წლებში, საკანონმდებლო დაახლოების ფორმატში, მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის პროცედურების დანერგვა", - თქვა შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)