|
2023-04-19 19:21:20, 876 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - კეზერაშვილმაც გაავრცელა განცხადებები, რომლებიც უარყოფს ბრალდებებს, მეტი სამართლებრივი პროცესია საჭირო
კეზერაშვილმაც გაავრცელა განცხადებები, რომლებიც უარყოფს ამ ბრალდებებს, ასე რომ, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობებს დაეკისროს ანგარიშვალდებულება და გამოვლინდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული ბრალდების გამოსაძიებლად ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. „საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობებს დაეკისროს ანგარიშვალდებულება, გამოვლინდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომლის გამოყენება შეუძლია მთავრობას საკუთარი გამოძიების ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია და ცხადია, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ამ ბრალდებების გამოსაძიებლად. მესმის, რომ ბატონმა კეზერაშვილმაც გაავრცელა განცხადებები, რომლებიც უარყოფს ამ ბრალდებებს. ასე რომ, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა კეზერაშვილი და აღნიშნა, რომ BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)