|
2023-04-19 17:46:32, 796 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - მმართველი პარტია არღვევს კონსტიტუციას, რათა სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას ხელი დააფაროს
უმრავლესობა ცდილობს, ფიქრობს სრულიად მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს რაღაც გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით, - ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის მიერ საგამოძიებო კომისიის საკითხის ჩაგდებას. მისი თქმით, მმართველი პარტია არღვევს კონსტიტუციას იმის გამო, რომ სასამართლოში არსებულ კორუფციულ, კლანურ მმართველობას ხელი დააფაროს. "უმრავლესობა ცდილობს, ფიქრობს სრულიად მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს რაღაც გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით და სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებული კორუფციულ, კლანურ მმართველობას", - განაცხადა ლომჯარიამ. შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)