|
2023-04-18 23:55:24, 846 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია
ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საპარლამენტო მექანიზმს, მათ შორის რეგლამენტს გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა კვლევით სასამართლო სისტემა დგას მოწოდების სიმაღლეზე, ხოლო ოპოზიციური ძალები სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ. "სასამართლო არ არის მათ ხელში, ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებით ცდილობენ, სასამართლოს თემაზე მოახდინონ მისი დისკრედიტაცია, რაც შეიძლება მარგინალიზაცია, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ გამოსდით. როგორც ფაქტებით, ასევე აღქმებით, ანუ, ყველა კვლევით სასამართლო დგას მოწოდების სიმაღლეზე. მათ არ აწუხებთ ის ამბავი, რომ ქართველი მოსამართლე, ვინც არ უნდა იყოს, არანაირ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვა, მნიშვნელობა აქვს, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ მუშაობს ხელისუფლების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შტო და ის მუშაობს ძალიან კარგად. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საპარლამენტო მექანიზმს, მათ შორის რეგლამენტს გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" ვერ შექმნას საპარლამენტო კომისია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტური თავხედობაა მათი მხრიდან. "ნაცები" სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი და ასეთ პარადოქსებს ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში. ყველანაირი კანონიერი, მორალურად სწორი და გამართული ნორმის დაცვით ჩვენ მათ არ შევაქმნევინებთ კომისიას და ეს "მათ" - არის "ნაცმოძრაობა", - განაცხადა მდინარაძემ.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)