|
2023-04-18 17:22:37, 1280 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ზურა ვარდიაშვილი 2 200 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტისთვის შედგენილ ოქმში წერია, რომ „ვარდიაშვილი ხმამაღლა იგინებოდა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა“. „პუბლიკას“ ცნობითვე, ვარდიაშვილი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ოქმში მოყვანილი არცერთი გარემოება, ასევე, საქმის განხილვაზე შსს-ს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. შეგახსენებთ, რომ ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)