14:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 13:01:50, 799 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „ოცნებას“ - მეხსიერებაც კარგი საქონელია და სინდისიც, მაგრამ არც ერთი შეგრჩათ და არც მეორე [ვიდეო]

მეხსიერებაც კარგი საქონელია და სინდისიც, მაგრამ როგორც ჩანს, არც ერთი შეგრჩათ და არც მეორე, - ასე მიმართა "ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს.

ნაცვლიშვილი სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება "პოლიტიკური სხეულით სასამართლო კლანს" იცავს.

"ძალიან მრავლისმთქმელია, რომ ხელისუფლება მთელი თავისი რესურსით ერთი კვირაა გადაფარებულია სასამართლო კლანს. არც დასვენების დღე არსებობს, არც აღდგომა - ტროლები და ბოტები გაორმაგებული ენერგიით იცავენ ვის? - გირგვლიანის მოსამართლეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის საქმეა, რომელ საქმეზე დაყრდნობითაც მოხვედით ხელისუფლებაში "ქართული ოცნება"; არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის თემაა, რომლის გამოსწორებისთვისაც მიიღეთ ქართველი ხალხის მანდატი - სამართლიანი სასამართლოს შექმნა და სამართლიანობის აღდგენა ამ ქვეყანაში. 11 წლის შემდეგ, იმ ხალხს, ვისი უსამართლობის გამოც ხელისუფლებაში მოხვედით და ვისი სახლში გაშვებისთვისაც მოგენიჭათ მანდატი, მათ ხართ გადაფარებული და მათ იცავთ მათ შორის საკუთარი პოლიტიკური სხეულით. მეხსიერებაც კარგი საქონელია და სინდისიც, მაგრამ როგორც ჩანს, არც ერთი შეგრჩათ და არც მეორე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტირდება და ფიქსირდება -  სადამდე მიხვედით და როგორ გაირყვნა თქვენი ხელისუფლება. აღმოჩნდა, რომ სანქციებია ის, რაც ძალიან გაშინებთ. არ ჰქონია თურმე ჩალის ფასი დასავლეთის პოზიციას ხომ?! ძალიანაც რკინის ფასი ჰქონია და ძალიანაც შეგაშინათ ამ ყველაფერმა", - მიმართა ნაცვლიშვილმა მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.  

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics