09:20 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 20:14:16, 1353 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების გასაყვანად სომხეთი მზად არის

სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის საზღვრიდან გაიყვანოს ჯარები 1991 წლის მონაცემების შესაბამისად, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ქმედებები პროვოკაციულია და ეწინააღმდეგება პრაღაში და სოჭში მიღებულ განცხადებებს.

„ამასთან, უნდა განვაცხადო, რომ აზერბაიჯანის ქმედებები არის პროვოკაციული და ეწინააღმდეგება 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭის შეხვედრებზე მიღებულ განცხადებებს. საზღვარზე არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ წინა დღით გავრცელებული გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს 1991 წლის საზღვარს. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ 2021 წლიდან და ეს ქმედება გამომდინარეობს პრაღისა და სოჭის სამმხრივი შეთანხმებების ლოგიკიდან“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics