|
2023-04-12 22:35:19, 1288 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძემ მარიო კამპოლარგოსთან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა: ციფრული მმართველობის განხორციელების პოლიტიკა და სერვისების განვითარება. ერთობლივი დეკლარაციის გაფორმებამდე იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაცია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით არის ყველა იმ რეფორმის ქვაკუთხედი, რომელთაც ახორციელებს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ისე იუსტიციის სისტემაში ჩართული სხვა ინსტიტუციები. მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ციფრული ინსტრუმენტების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით იუსტიციის სამინისტრო, როგორც საჯარო სერვისების მიმწოდებელი უწყება, ერთი ფანჯრის პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი სერვისის მიწოდებას ახორციელებს. მინისტრმა მობილური აპლიკაცია JustApp-ის ამოქმედებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ყველა სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ უწყების პრიორიტეტი სერვისების დიგიტალიზაციაზე მუშაობის გაგრძელებაა, პარტნიორ ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კი, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას ორივე ქვეყანაში. ევროკავშირში გაწევრების გზაზე დარგობრივი თანამშრომლობის ახალი სფეროების გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაფორმდა საქართველო-პორტუგალიის მემორანდუმი; დაგეგმილია შეხვედრა იუსტიციის ცენტრში.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)