|
2023-04-12 11:23:38, 1368 ნახვა
სამართალი
სუს-მა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, 4 პირი დააკავა
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ნ.გ, ბ.ბ, ზ.ს და ლ.ბ დააკავეს. სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც ისინი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. "გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გასაღებული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები არის მაღალი ხარისხის, მასზე ასახული პორტრეტები და ღირებულების აღმნიშვნელი ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ღრმა მეტალოგრაფიული ბეჭდვის წესით და დამზადებულია სტამბურად. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)