17:14 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 12:22:12, 817 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ - ეს დღე გვიხსნის მომავლის გზას, რომელიც ჩვენთვის ევროპაა

ეს არის სიმბოლო გამარჯვებისა უფრო მეტად, ვიდრე ტრაგედიისა - ამიტომ, უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ - რეალურად, 9 აპრილი გვიხსნის მომავლის გზას და ეს გზა ჩვენთვის არის ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე "მონობა გააუქმა, გააუქმა, მაგრამ არ დაივიწყა".

"ეს არის, პირველ რიგში, სიმბოლო სწორედ გამარჯვებისა უფრო მეტად, ვიდრე ტრაგედიისა. ამიტომ, უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ იმის მიუხედავად, რომ მართლაც ტრაგედია იყო და ქალების წვლილი ამ ტრაგედიაში, სამწუხაროდ, დიდია -  რუსის ჩექმამ და რუსის სისასტიკემ მიზნად აიღო ქალები. ეს გამარჯვება არის ყველასი იმიტომ, რომ 9 აპრილი არის სიმბოლო ერთიანობის, ერთობის. იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, არაფერი არ მოჰყვებოდა 9 აპრილს. ერთად მდგარი რომ იყო, ამას მიხვდა ზვიად გამსახურდია და ამიტომ იყო რეფერენდუმი 31 მარტს, რომელიც ასევე ჩვენი ერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ამას მოჰყვა მეორე 9 აპრილი და დამოუკიდებლობის აქტი, ამას მოჰყვა 26 მაისი და ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა - ამით გავაუქმეთ მონობის 70 წელი, გავაუქმეთ, მაგრამ არ დავივიწყეთ... რეალურად, 9 აპრილი გვიხსნის მომავლის გზას და ეს გზა ჩვენთვის არის ევროპა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics