17:14 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 19:10:06, 834 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ელჩმა თქვა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია, ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო

"ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები მოსამართლეების სანქცირების შესახებ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, არსებობს მოლოდინი, რომ სანქციები გაუქმდება.

"ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო...ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია, ალბათ, აქ არ გამოიყენება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics