|
2023-04-07 18:45:45, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - აშშ-სა და ნატო-ს ჩართულობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში სიტუაციას ართულებს, მაგრამ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს
ჩვენ ეჭვი არ გვეპარება აშშ-სა და ნატოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულობაში რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილ კონფლიქტში, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე. მისივე თქმით, დასავლეთისა და აშშ-ის ჩართულობა რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციას ართულებს, მაგრამ "სპეცოპერაციის" საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. „ჩვენ ეჭვი არ გვეპარება აშშ-სა და ნატო-ს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულობაში რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილ კონფლიქტში. ჩართულობის ეს დონე თანდათან იზრდება. ჩვენ მივყვებით ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ეს ართულებს მთელ ამბავს, მაგრამ სპეცოპერაციის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს “, - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ბაიდენის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდება პენტაგონისა და ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოსურათები, როლებიც უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)