13:54 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 17:26:08, 794 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 8 და 9 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. წლევანდელი ღონისძიებისთვის, იაპონურ ბაღს ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 25 ახალი ნერგი შეემატა. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, „საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება, რომელსაც წარუძღვება მისი აღმატებულება, საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე მიუკი იმამურა. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთების, იაპონური ტრადიციული სამოსისა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

დამთვალიერებლებს სუშის მომზადების მასტერკლასისა და იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიების დასასრულს დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერკლასი ჩატარდება.

ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics