17:13 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 15:16:54, 801 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს

მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ერთადერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე პოლიტიკაში მოიყვანა, საქართველოს ინტერესების დაცვა იყო და დღესაც მხოლოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.

„2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით, ჩემი სამშობლოს სიყვარულით. ამას არ ვნანობ. დღესაც ჩემს ხალხს ვემსახურები. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. თქვენ ნუ ინერვიულებთ  ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics