07:25 - 07 Jul, 2026
|
2023-04-06 11:51:39, 1417 ნახვა
სამართალი
კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების ორი ფაქტი დაფიქსირდა - დაკავებულია 2 პირი
კახეთის მუნიციპალიტეტის ორ სხვადასხვა სოფელში ორი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 15 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებას და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)