18:15 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 10:05:34, 780 ნახვა

პოლიტიკა
თორნტონი სანქციებზე - მისასალმებელი სიგნალია „ოცნებისთვის“, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე თავდასხმებს შედეგები მოჰყვება

მისასალმებელი სიგნალია "ქართული ოცნებისთვის", რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე სერიოზულ თავდასხმებს შედეგები მოჰყვება, - ასე ეხმაურება NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.

როგორც თორნტონი სოციალურ ქსელში წერს, დასანქცირება დაგვიანებულიცაა.

"ეს დიდი ხანია დაგვიანებულიცაა. მისასალმებელი სიგნალია "ქართული ოცნებისთვის", რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე სერიოზულ თავდასხმებს შედეგები მოჰყვება. საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის მიმართ საჯარო ბრალდება სერიოზულ კორუფციაში მონაწილეობისთვის", - წერს NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
დონალდ ტრამპი: ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics