22:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 23:02:36, 4055 ნახვა

კომენტარი
ცერცვაძე სანქცირებაზე - წარმოდგენა არ მაქვს, მე არ ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში არსად

სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ვალერიან ცერცვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დასანქცირების საკითხს "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა.

ვალერიან ცერცვაძის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, რამ გამოიწვია დასანქცირება, ვინაიდან ის სახელმწიფო დეპარტამენტში არ მუშაობს.

"პირველად მესმის ახლა და ნამდვილად არ ვიცი. არ ვიცი, მე არ მომისმენია და წარმოდგენა არ მაქვს, მე არ ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში არსად", - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics