|
2023-04-05 16:25:33, 1621 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი პოლონეთში ვიზიტზე - მომავალში ჩვენს ხალხებს შორის საზღვარი აღარ იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში იმყოფება. სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს და ამბობს, რომ მომავალში ორი ქვეყნის ხალხებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები აღარ იქნება. ზელენსკის თქმით, მანამდე კი, საჭიროა გამარჯვების მოპოვება. "მომავალში ჩვენს ხალხებს შორის საზღვარი აღარ იქნება - პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც მთავარია, ისტორიული საზღვრები, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ამიტომ, უნდა ვიაროთ ერთად, გვერდიგვერდ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს დღეს, 5 აპრილს პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მიიღო. დუდასთან შეხვედრის გარდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცსკისთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)