|
2023-04-05 12:38:10, 811 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე „დეოლიგარქიზაციის კანონზე“ - პერსონალური მიდგომა ჩვენს პროექტში არ არის
კანონი რომ არ უნდა იყოს პერსონალური, ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა. თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე პერსონალურ მიდგომას ოპოზიციას აბრალებს და განმარტავს, რომ ევროსაბჭოს მოწოდებები აღნიშნულ მიდგომასთან თანხვედრაში არ არის. "დეოლიგარქიზაციის კანონზე ევროსაბჭომ თქვა, რომ პერსონალური მიდგომა არ უნდა იყოს კანონში. შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ხაზგასმული იყო, რომ "დეოლიგარქიზაციის კანონის" მიმართ პერსონალური მიდგომა, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და შეიძლება პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მოჰყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)