12:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 00:41:50, 1462 ნახვა

ომი უკრაინაში
იუნესკო: ომმა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობა 2,6 მილიარდი დოლარით დააზარალა

გაეროს მონაცემებით, ომის ერთ წელში უკრაინის კულტურული მემკვიდრეობა 2,6 მილიარდი დოლარის ოდენობით დაზიანდა.

ანგარიში, რომელიც მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 თებერვლამდე პერიოდს, არის გაეროს, მსოფლიო ბანკის, ევროკომისიის და უკრაინის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

”მე წარმომიდგენია ომის დანაკარგები, სიცოცხლის დაკარგვა და ყველაფერი, რაც თქვენ გაიარეთ, მაგრამ ვაფასებ, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ იმ ადამიანურ განზომილებას, რაც ხდება, კულტურისა და განათლების დაცვას. ჩვენ ვიცით, რომ ეს განსაზღვრავს უკრაინას, როგორც ერს და ჩვენი მისიაა იუნესკოში ვიყოთ თქვენს გვერდით, ვიყოთ უკრაინელი ხალხის მხარეს, დავიცვათ ეს კულტურული მემკვიდრეობა”, - განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ.

იუნესკოს მონაცემებით, რომელიც პასუხისმგებელია კულტურასა და ტურიზმზე, დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა ისტორიულმა ობიექტებმა, შენობებსა და გაზრდილი კულტურული და სოციალური მნიშვნელობის ადგილებმა, 650 მილიონი ტურისტულმა ობიექტებმა, 143 მილიონი კოლექციებმა, დიდი კულტურული მნიშვნელობის ობიექტებმა.  კიდევ 150 მილიონი იმ შენობებმა და სახელოსნოებმა, რომლებიც დაკავშირებულია შემოქმედებით საქმიანობასთან.

ამ თვალსაზრისით, ხარკოვის რეგიონი ყველაზე მეტად დაზარალდა, რაც კულტურული დანაკარგების დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

იუნესკო აღნიშნავს, რომ თუ გავითვალისწინებთ შემოსავლების დაკარგვას ტურიზმიდან, სპორტული და სხვა ღონისძიებებიდან, გამოფენებიდან და მუზეუმებიდან, განათლებისა და შემოქმედებითი საქმიანობიდან, მთლიანი მაჩვენებელი $15,2 მილიარდს უახლოვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics