|
2023-04-03 14:21:34, 883 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კეზერაშვილმა აღიარა, რომ ოლიგარქია, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს, თუმცა რა ფულით, ეს გაუგებარია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ოლიგარქია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და კეზერაშვილის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან გადაცემა „დროებაში“ გააკეთა. კახა კალაძის თქმით, დავით კეზერაშვილი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საჯარო და არც ის არის ცნობილი, ამას რა ფინანსებით აკეთებს. „კეზერაშვილმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ არის ოლიგარქი. ის აფინანსებს გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, დაჯგუფებებს. რა ფულით აკეთებს ამას, ეს გაუგებარია. ასევე, გაუგებარია ის, რომ თუ პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას იღებენ, ეს რატომ არ არის საჯარო და დეკლარაციაში ასახული. ვფიქრობ, რომ შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული განცხადებებით და უნდა დაიწყონ მოკვლევა. კეზერაშვილი გადაცემაში ჰყვებოდა, რომ 2012 წლამდე ბიზნესები მქონდაო. ამ დროს იყო კონკრეტულ თანამდებობებზე. ჟურნალისტს არ გაუჩნდა იმის განცდა, რომ უბრალოდ შეკითხვა დაესვა, საიდან, როგორ ჰქონდა ბიზნესები. ყველაფერი ნათელია. ქართველები გონიერები არიან და ყველა ყველაფერს ხვდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)