20:37 - 21 Jul, 2026
|
2023-04-02 19:00:31, 1022 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს
"უთანასწორობის, ძალადობის, ტერორის წინააღმდეგ" - ამ სლოგანით თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ დაიწყო. მარშის მონაწილეები მსვლელობით "დედაენის ბაღში" გადაინაცვლებენ. "ჩვენ გვინდა, რომ პირველ რიგში, ჩვენი ხმა გაიგონ ქალებმა და იგრძნონ ის სოლიდარობის მუხტი, რაც ამ მარშით შეიქმნება. მინდა, რომ ყველამ იცოდეს, რომ მარტო არ არიან", - განაცხადა სოლიდარობის მარშის მონაწილე თათია სამხარაძემ. აღსანიშნავია, რომ მსვლელობას სხვადასხვას სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)