20:37 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 18:31:27, 1070 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - ამ ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობა, მათი შევიწროება უნდა დასრულდეს

ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ქალების მიმართ ძალადობა, უნდა დასრულდეს მათი შევიწროება,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანმა, რომელიც ქალთა სოლიდარობის მარშს ესწრება, აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვა მისთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პრიორიტეტული საკითხია. 

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვუთხრა საზოგადოებას, რომ ნებისმიერ ფორმას, ნებისმიერ აქციას, რომელიც არის სოლიდარული ქალების მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ქალების მიმართ ძალადობას, მე ყველა აქციას შევუერთდები. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ქალების მიმართ ძალადობა, უნდა დასრულდეს მათი შევიწროება და ჩემთვის, როგორც სახალახო დამცველისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე იყო ყოველთვის - მანამდეც, სანამ ამირჩევდნენ ამ თანამდებობაზე, მე ვიყავი ქალების უფლებების დაცვით დაკავებული და ვაგრძელებ ამას ძალიან პრიორიტეტულად", - უთხრა იოსელიანმა "მთავარ არხს".

ცნობისთვის, თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში იმართება. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და "დედაენის ბაღში" დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics