|
2023-04-02 16:45:52, 1034 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - რაც სააკაშვილის თავს ხდება, არაჰუმანურია და საქართველოს რეპუტაციას აზიანებს
ტრაგიკულია, როდესაც ვხედავთ როგორ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. როგორც კრამონმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებული მოვლენები საქართველოს რეპუტციას აზიანებს. "არ აქვს, მნიშვნელობა, რა შეხედულება გვაქვს მასზე. მე მისი პირადი მტერი ვიყავი, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, მაგრამ აქ საუბარია ჰუმანურობაზე მიუხედავად შეხედულებებისა; მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა მისი მმართველობის დროს - არ აქვს მნიშვნელობა, მას ჰუმანურად უნდა მოეპყრან. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები მისი სწორი მკურნალობისთვის. ეს შეიძლება იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ... მისი მკურნალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მის თავს ხდება, არაჰუმანურია და აზიანებს საქართველოს რეპუტაციას. ადამიანები ამას უყურებენ და ვერ წარმოიდგენენ, როგორ შეიძლება მთავრობა ყოფილ პრეზიდენტს ასე მოექცეს. აბოსლუტურად წარმოუდგენელია სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა - ეს არავისთვის არის კარგი", - ამბობს კრამონი. ცნობისთვის, გერმანელი ევროპარლამენტარი საქართველოში იმყოფება.
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)