23:41 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 11:57:09, 856 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა, სამედიცინო სექტორთან ერთად, რეფორმის დანერგვის პროცესი განიხილეს და სექტორის საჭიროებებს გაეცნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა კრისტინა კაჰურმა  აღინიშნა, რომ ცვლილებების გატარებისთვის მნიშვნელოვანია სექტორმა სამინისტროს, მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია მიაწოდოს.

"მხარეები შეთანხმდნენ, რომ  მოდელის დანერგვის პროცესს უწყება, ექსპერტებთან ერთად დააკვირდება, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც დაგროვებული ინფორმაციის შედეგად იქნება მიღებული.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული სააგენტოების, ჯანდაცვის ასოციაციის და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics