|
2023-04-02 11:36:26, 1652 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტს 2-თვიანი შინაპატიმრობა შეეფარდა
კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტ პაველს, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ, 60-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. მიტროპოლიტი სასამართლო სხდომაზე ცუდად გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სასამართლო მის იძულებით გადაადგილებაზე დათანხმდა. სასულიერო პირი ეჭვმიტანილია რელიგიათაშორისი სიძულვილის გაღვივებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში. ცნობისთვის, 29 მარტს ამოიწურა ვადა, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერებს დაევალათ კიევ-პეჩორის ლავრის მონასტრის დატოვება, რის შემდეგაც ძველი უკრაინული მონასტრის ობიექტების სახელმწიფოში გადაცემის შესახებ კომისიის მუშაობა უნდა დაწყებულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)