13:25 - 07 Jul, 2026
|
2023-03-31 09:04:07, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს
რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები S-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ხარკოვს ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან დაარტყეს. „რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კვლავ დაბომბეს ჩვენი ქალაქი. დაბომბვა განხორციელდა ნოვობავარსკის რაიონში",- განაცხადა ხარკოვის საოლქო პროკურატურის სპიკერმა, დიმიტრი ჩუბენკომ. ჩუბენკოს თქმით, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და კერძო სახლებს სულ მცირე ექვსი S-300 ტიპის რაკეტა მოხვდა. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)