|
2023-03-30 20:11:07, 1525 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრეზიდენტი - ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს
სი ძინპინის რუსეთში ვიზიტიდან ირკვევა, რომ ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას. „პრეზიდენტი სი უკრაინაში სასტიკი და უკანონო შეჭრით შესფოთებული არ არის, თუმცა პუტინის რუსეთთან „უსაზღვრო მეგობრობას“ ინარჩუნებს. მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში დინამიკა შეიცვალა. სი ძინპინის რუსეთში ვიზიტიდან ირკვევა, რომ ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს. და ცხადია, რომ ძალაუფლების ბალანსი ამ ურთიერთობაში ახლა შეიცვალა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)