|
2023-03-29 21:26:45, 1585 ნახვა
ომი უკრაინაში
ხორვატია უკრაინისთვის Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს
ხორვატია უკრაინისთვის 14 Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, მარიო ბანოშიჩმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხორვატიის მთავრობა უკრაინას ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს, ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი პუნქტი კი, Mi-8 სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაა უკრაინული ძალებისთვის. "ხორვატიის მთავრობა უკრაინას ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი პუნქტი არის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. და ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი პუნქტია Mi-8 ვერტმფრენები. და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაცემას მალე შევძლებთ", - განაცხადა ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)